რუსთავში სხვადასხვა დაავადებაზე უფასო სკრინინგი ჩატარდება

2026-11-23 15:48:44

რუსთავში სხვადასხვა დაავადებაზე უფასო სკრინინგი ჩატარდება.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, სკრინინგ აქციები ქვემო ქართლის მასშტაბიტ, რუსთავში, დმანისში, ბოლნისსა და წალკაში ჩატარდება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია

წალკა - 24 ნოემბერი, არისტოტელეს ქუჩა N17

დმანისი - 25 ნოემბერი, ნინო წმინდას ქუჩა N2

ბოლნისი - 26 ნოემბერი, სააკაძის ქუჩა N1 

რუსთავი - 27 ნოემბერი, ფიროსმანის ქუჩა N17.