ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე

2026-11-22 22:01:37

რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის და ვახუშტის ქუჩის კვეთაზე, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის და "შევროლეტის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.