ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა, დაიღუპა 11 ადამიანი

2026-11-10 16:19:48

ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 48.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან, ავტობანზე მოხდა.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები სამედიცინოდ აწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.