2026-11-10 15:58:02
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის "ბათუმელების" ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია და დედა-შვილი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.