2026-11-10 13:17:10
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ერდოღანმა.
იზმირის გუბერნატორის სულეიმან ელბანის ცნობით, სავარაუდოდ, ნანგრევებში ოთხი ადამიანია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ერდოღანის განცხადებით, აფეთქების მიზეზსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.