2026-09-18 15:32:41
გომი-ხაშურის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავრდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა.
ფოტო:ქართლის ამბები