რომელი ბაღები დაიკეტა

2026-09-18 14:52:05

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილია 7 ბაღია: #10, #22, #31, #49, #59, #109 და #124- ბაღები.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები", - ნათქვამია განცხადებაში.