რა ვითარებაა რუსთავის ბაღებში

2026-09-18 11:42:01

რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 სექტემბერს იწყება. 

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ: ქალაქის 20 ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება ორშაბათიდან, ხოლო 3 ბაღში პროცესი 1 ოქტომბერს განახლდება. 

ასევე დამატებით განმარტეს რომელ 3 ბაღში განახლდება სწავლება 1 ოქტომბერს. #11 და #25 ბაღები თავიდან აშენდა და სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ხოლო #21 ბაღში იწყება რეაბილიტაცია რის გამოც აღნიშნული ბაღის აღსასზრდელები გადავლენ #11 ბაღში.