2026-09-06 00:04:03
რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალურ ხიდზე 30 წლამდე კაცმა ტროტუარის 10-მდე სანათი დააზიანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდამ სანათების დაზიანება აღიარა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.