2026-08-30 21:56:49
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში არასრულწლოვანმა თანატოლი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.