2026-08-30 18:07:04
საჩხერეში თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად 31 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თევზაობისას კაცის ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.
31 წლის მამაკაცი საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.