კვიპროსის სანაპიროზე ბორანი ჩაიძირა

2026-08-30 17:41:57

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი გადაბრუნდა, რომელზეც 280-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტიდან გასვლიდან მალევე, ნაპირიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში, გემზე წყალი შევიდა და ჩაძირვა დაიწყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ასობით მგზავრი სამაშველო ჟილეტებით დახმარებას ელოდება.

ადგილზე ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპირო დაცვის კატარღები, შვეულმფრენი და ახლოს მყოფი თევზსაჭერი გემები მუშაობენ.

მგზავრების ნაწილი კი უკვე გამოიყვანეს სანაპიროზე.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.