2026-06-20 15:20:31
სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა.
"მეგა ტვ" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
“მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”,- წერს გამოცემა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს