6 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა

2026-06-20 11:37:03

13 ივნისს მდინარეში ჩავარდნის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 წლის გოგონა, გარდაიცვალა.

 გამოსამშვიდობებელ წერილს სოციალურ ქსელში ბათუმის N35 საბავშვო ბაღი ავრცელებს
 "შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე  თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო",- ნათქვამია საბავშვო ბაღის განცხადებაში.

6 წლის გოგონა 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ბავშვი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. გოგონა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.