ავარია რუსთავის შემოსასვლელთან [video]

2026-05-27 01:03:00

ავარია რუსთავის შემოსასვლელთან [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შემდეგ "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადატრიალდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.