2026-05-26 20:03:01
რუსთაველმა სპორტსმენმა საფრანგეთის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
საფრანგეთის თავისუფალი საბრძოლო ხელოვენბის ჩემპიონატზე რუსთაველმა, 14 წლის დავით ასლამაზაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა 54 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და გამართა 4 ბრძოლა.
დავითმა მიმდინარე წელს ჯამში 9 ოფიციალური ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 8 გამარჯვებით დაასრულა.