2026-05-17 00:36:15
რუსთავი-გარდაბნის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ქვეითი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.