2026-05-17 00:29:31
რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს, შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავში იქნება უფასო.
ასევე გასათვალისწინებელია რომ 09:00 საათიდან 14:00 სთ-მდე, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება: ცურტაველის სახ. მოედანზე, კოსტავას სახ. გამზირზე, ფიროსმანის, რუსთაველის და მშენებელთა სახელობის ქუჩებზე.