თურქეთში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა მათ შორის 3 თვის ჩვილი

2026-05-16 20:25:56

თურქეთში, ანკარაში 26 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ინფორმაციას თურქული მედია "aa" ავრცელებს. 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია 29 მოსახლემ და 7 მეხანძრემ მიიღო.

სახანძრო ჯგუფების მიერ ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის დროს კვამლის შესუნთქვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი, გარდაიცვალა.

საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.