რუსთავში ახალი პარკის პროექტირება იწყება

2026-05-15 20:27:40

რუსთავში ახალი პარკის პროექტირება იწყება. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკი აშენდება.

ვიზუალიზაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს მასშტაბურ მწვანე რეკრეაციულ ზონას ხელოვნური ტბებით. 

კონცეფცია აერთიანებს ბუნებრივ გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. აქტიური და წყნარი ზონებით, საფეხმავლო და ველო ბილიკებით, ამფითეატრით, სპორტული და დასასვენებელი სივრცეებით. დეკორატიული ხიდებით, შადრევნებითა და სხვადასხვა სპორტულ-გასართობი სივრცეებით.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ისტორიული საბავშვო რკინიგზის აღდგენა და მისი თანამედროვე პარკის სივრცეში ინტეგრირება.

კონცეფცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტყე-ჭალის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსში გამარჯვებული უკვე გამოავლინა.