2026-05-15 17:20:02
საგარეჯოს სოფელ მანავში, უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 3 წლის გოგონა მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კართან შეხების შედეგად დაეცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.