რა ცვლილებები შედის პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებში

2026-05-15 20:08:46

მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მინიჭებული 365 დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"სააგენტო პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს განმარტავს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:
1.გეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;
2. არაგეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული",- ნათქვამია განცხადებაში.