რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2026-03-19 20:03:36

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე კაცსა და მის თანატოლ ცოლს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.