21 და 22 მარტს რუსთავის ავტობუსები მგზავრებს თბილისში 5-ვე მარშრუტზე უფასოდ მოემსახურება

2026-03-19 13:30:10

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი- თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსიები, ყველა მიმართულებით იქნება უფასო.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით და ბოლო ავტობუსი თბილისიდან რუსთავში, ხუთივე მუნიციპალურ მარშრუტზე გამოვა 01:00 საათზე.