2026-03-19 19:57:45
რუსთავის ხრიდოლის კლუბის "ღვთის მებრძოლების" წარმატება კუნგ-ფუს საერთაშორისო ასპარეზზე.
2026 წლის 14-15 მარტს მცხეთა-ში, უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის დარბაზში გაიმართა კუნგ-ფუს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის მიერ.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 ორთაბრძოლების სკოლამ და კლუბმა, ასევე სომხეთი-ს ნაკრებმა 29 სპორტსმენის შემადგენლობით. შეჯიბრში ჩართული იყვნენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 159 სპორტსმენი შეადგინა.
ჩემპიონატი გაიმართა კუნგ-ფუს ორ მიმართულებაში: ფაიტინგი (სრულკონტაქტიანი ორთაბრძოლა) და შუაიჯიაო (ჩინური ჭიდაობა).
ღონისძიების ფარგლებში ტაოლუში საჩვენებელი გამოსვლა წარმოადგინა რუსთავის კლუბ „ვინ-ჩუნის“ 9 წლის სპორტსმენმა ვიქტორია კოლესნიკოვამ. მისი მწვრთნელია რეზო ზარნაძე.
რუსთავის ხრიდოლის კლუბმა „ღვთის მებრძოლმა“ ტურნირში ოთხი სპორტსმენით მიიღო მონაწილეობა და შემდეგი შედეგები დააფიქსირა:
ოქროს მედლები: ელენე ჩაჩუა, ნიკოლოზ გოგოლაძე
ვერცხლის მედლები: ნიკოლოზ ასრათაშვილი, ანდრია აბულაძე
საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციამ მადლობა გადაუხადა ყველა მწვრთნელსა და ინსტრუქტორს, ასევე მცხეთის საჭიდაო სკოლის დირექციასა და თანამშრომლებს ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.