საპატრულო პოლიციის ავტომობილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

2026-03-09 19:41:42

თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის კადრებს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.