რუსთავში ავტომობილი კიბიდან დაგორდა

2026-03-09 17:01:01

რუსთავში, მეგობრობის გამზიზრე ავტომობილი კიბიდან დაგორგა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო ევაკუატორი, რომლის დახმარებითაც ავტომობილი კიბიდან ჩამოიყვანეს.

მსგავსი შემთხვევა იმავე ადგილზე რამდენიმე თვის წინაც მოხდა.