მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

2026-03-09 13:58:45

ბათუმში მოქმედი პოლიციელი მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა ქსელურ მაღაზია "სპარში" მოხდა და დაკავებულია ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი ი.რ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.

ფაქტთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას საქართველოს პროკურატურასთან ვცდილობთ.