რუსთავში ქალები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2026-03-07 19:22:33

რუსთავში ქალები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავი მოლში, ერთერთ კომერციულ ობიექტთან ქალებს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით მოხდა ქალების გამოკითხვა და მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.