2026-03-07 18:44:19
ქალები რომელთა გამოგონებებმა სამყარო შეცვალეს.
ისტორიაში ხშირია შემთხვევები, ქალის გამოგონების კაცის სახელით დაფარვის.
თუმცა არსებობენ ქალები, რომელთაც გაბედეს საკუთარ აზრის გამოთქმა და იდეების განხორციელება. ამით კი სამყარო სამუდამოდ შეცვალეს.
1.ჰედი ლამარი
ქალი, რომლის წყალობითაც Wi-Fi არსებობს
ჰედი ლამარი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, მაგრამ მისმა გამოგონებამ მისი კინოკარიერა გააბათილა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მან შეიმუშავა სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა რადიო სიგნალებს "ხტომით" ეცვალათ სიხშირე, რათა მტერს ვერ ეპოვნა. ე.წ. სპექტრის გაფართოება, მოგვიანებით გახდა საფუძველი Wi-Fi-ს, Bluetooth-ისა და GPS-ის ტექნოლოგიებისთვის.
2.მერი ანდერსონი
მან გამოიგონა მანქანის მინის მწმენდავი
მერი ანდერსონმა შეამჩნია, რომ წვიმის დროს მძღოლებს უწევდათ მანქანის გაჩერება და ხელით გაწმენდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, 1903 წელს, მან გამოიგონა მინის მწყმენდი მოწყობილობა, რომელიც მძღოლს ფიზიკურად მანქანიდან გადმოსვლის გარეშე აძლევდა საშუალებას გაეწმინდა მინა.
თავდაპირველად, ამ გამოგონებას ადამიანები სკეპტიკურად შეხვდნენ. დღეს კი ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია ყველა ავტომობილში.
3.მარგარეტ ნაიტი
ქალი, რომელმაც ქაღალდის ჩანთები შექმნა
მარგარეტ ნაიტი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც პირველი გამოგონება შექმნა. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება იყო ქაღალდის ჩანთების საკეცი მანქანა, რომელიც 1868 წელს დააპატენტა.
ნაიტმა საკუთარი მანქანით შეცვალა შეფუთვის ინდუსტრია. ერთი მამაკაცი შეეცადა მისი იდეა მოეპარა, მაგრამ ნაიტმა მოიგო სასამართლო დავა და დაამტკიცა, რომ გამოგონება ნამდვილად მას ეკუთვნოდა.
4.გრეის ჰოპერი
შექმნა პროგრამირების პროგრამა
გრეის ჰოპერი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალი და ერთ-ერთი პირველი პროგრამისტიი იყო. მან შექმნა პირველი კომპილატორი - პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ ენას კომპიუტერულ ენად გარდაქმნის. ის ასევე იყო COBOL-ის ერთ-ერთი შემქმნელი, პროგრამირების ენა, რომელიც დღემდე გამოიყენება ბიზნეს და საბანკო სისტემებში.
5.სტეფანი კუოლეკი
ქალი, რომელმაც ჯავშანჟილეტი შექმნა
ქიმიკოსმა სტეფანი კუოლეკმა 1965 წელს გამოიგონა სინთეზური ბოჭკო (კელვარი), რომელიც ბევრად ძლიერია ფოლადზე. კევლარი გამოიყენება ჯავშანჟილეტებში, კოსმოსურ ტექნოლოგიებში, თოკებსა და ბალისტიკურ აღჭურვილობაში.
მისმა გამოგონებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. კუოლეკი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც DuPont-ის კვლევით ლაბორატორიაში აღიარება მოიპოვა და მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო.
6.ჯოზეფინ კოქრეინი
ქალი რომელმაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნა
ჯოზეფინ კოქრეინს ჭურჭლის ხშირად დალეწვა აწუხებდა, ამიტომ 1886 წელს შექმნა პირველი ეფექტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მან პატენტი მოიპოვა და საკუთარი გამოგონება სასტუმროებს და რესტორნებს მიჰყიდა.
მისი გამოგონება დღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი კომპანია დააფუძნა ამ მოწყობილობის წარმოებისთვის.
ქალებმა არა მხოლოდ შეცვალეს მსოფლიო და განავითარეს ტექნოლოგიები, არამედ დაამტკიცეს, რომ ნიჭს სქესი არ აქვს. წარმატების და მიღწევების გზაზე სირთულეები და ბარიერები შეხვდათ. ისინი არ დანებდნენ და თავიანთი იდეებით სამყაროს ახალი მიმართულება მისცეს.