2026-02-14 13:35:09
მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, სააკაძის მოედანზე მოხდა. "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა. ავარიის მონაწილე "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილიც იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლით არის დაწტებული.
ფრთხილააად!!!