ავტოსაგზაო შემთხვევისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა [Video]

2026-02-13 19:44:33

ავტოსაგზაო შემთხვევისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შემთხვევის კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

როგორც კადრებში ჩანს მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა მაგისტრალზე, რა დროსაც მან უეცრად შეაჩერა. მას უკნიდან შეეჯახა მოტოციკლი, მოტოციკლს კი მსუბუქი ავტომობილი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, მაგრამ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.