2026-02-14 11:45:59
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ ხიდზე.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის"ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვეს" და "მიტსუბიშის" მსუბიქი ავტომობილები და "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოძრაობის დროს, ერთ-ერთმა ავტომობილმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რამაც გამოიწვია, უკნიდან მომავალი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.