2026-02-13 18:31:42
მამაკაცი ავტომობილით ცოლს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, სეხნიაშვილის ქუჩაზე, მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, უკუსვლის დროს მეუღლეს დაეჯახა. თვითმხილველების რეაგირების შემდეგ, ავტომობილი კიდევ ერთხელ დაიძრა და ქალს ხელმეორედ გადაუარა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ისიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაშ გადაიყვანა.
დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.