2026-02-12 17:15:16
რუსთავის-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 36 და 66 წლის პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა ლევან მჭედლიძემ განუცხადა.
მისი ცნობით, ორივე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს რუსთავი-ლოლოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რა დროს შემთხვევის ადგილზე 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.