რუსთავში ძაღლმა მოზარდი დაკბინა

2026-02-09 19:02:50

რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში ძაღლმა მოზარდი დაკბინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, მოზარდი ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მიუსაფარმა ძაღლმა ხელზე უკბინა. თვითმხილველის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

"პირველი შემთხვევა არ არის, ამას წინად ქალბატონი დაკბინა. ბავშვები ხშირად გადიან მაგ გზას და სულ შიშით ვუშვებთ. ბავშვი მოდიოდა თავის გზაზე ჩანთით და უეცრად შემოესივნენ ძაღლები. მოზარდს საკმაოდ დაკბენილი ჰქონდა თითი, მას იქვე მყოფი მამაკაცები დაეხმარნენ",- განაცხადა თვითმხილველმა. 

ფოტო რეალობას არ ასახავს.