2026-02-09 14:23:07
ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში” ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა.
როგორც თვითმხილველები ტელეკომპანია პირველთან ჰყვებიან, ცივი იარაღით დანის მიყენებას წინ კლინიკის დირექტორ კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.
იქ მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დირექტორის მხრიდან ქალების შევიწროება სისტემურ ხასიათს ატარებდა და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა კლინიკის დამფუძნებლებს, რომ კახა ნურალიძე გაეთავისუფლებინათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.