ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

2026-02-09 13:48:45

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე გვერდმა "მაღაროელმა" გაავრცელა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.