ავტომობილის აალების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

2026-01-29 22:59:53

ავტომობილის აალების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც  2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.