რუსთავში ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა [video]

2026-01-29 14:50:47

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-12 მიკრორაიონში ერთმანეთს 2 "კიას", "სუბარუს", "ჰონდას", "ფორდისა" და "მიტსუბიშის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს 2 ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთს სასწრაფოს ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო მეორე დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მოთავსებულია ნევროლოგიურ განყოფილებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.