2026-01-28 21:10:41
რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ქუჩის და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთაზე მოხდა.
ერთმანეთს "მაზდას" და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.