2026-01-28 18:04:46
რუსთავში "რუსთავის აზოტის" რამდენიმე ასეული თანამშრომელი გაიფიცა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა დასაქმებულმა დავით მეტრეველმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 300 ლარით მატებაა.
მეტრეველის თქმით, საწარმოს ადმინისტრაციასთან შეხვედრის დროს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ ხელფასები 4%-ით მატება იგეგმება, თუმცა დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ ზრდა პროცენტულობით არასამართლიანი იქნება.
"დირექციასთან გვქონდა შეხვედრა და ხელფასების 4%-ით ზრდა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულზე 40 ლარამდე გამოდის. ჩვენ ვართ ასეთი მატების წინააღმდეგი. ქარხანა არის გაჩერებული და იქამდე არ გაეშვება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არანაირ პროცენტულ ზრდას არ განვიხილავთ, რადგან ზოგის ხელფასი 5000-მდე ხელფასი, ზოგს 20 000 და ზოგსაც 1200, შესაბამისად, ვისაც მეტი აქვს ხელფასი 4%-ის მატების შემთხვევაში ანაზღაურების ზრდა გამოსდის უფრო მეტი. ნებისმიერი პროცენტული მატების შემთხვევაში ვიღაცას ხელფასი მეტით მოემატება, ვიღაცას ნაკლებით.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, ეს არის ხელფასების 300 ლარით მატება. სრულიად გონივრული თანხაა. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოვიდეს ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე და გვერდით დაგვიდგეს გაფიცულებს",- გვითხრა დავით მეტრეველმა.
გაფიცულები ქალაქში არსებული საწარმოების თანამშრომლებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" პოზიციის დასაფიქსირებლად დაუკავშირდა "რუსთავის აზოტსაც", სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.