ქვემო ქართლში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2026-01-28 19:47:50

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივი მედიის 24 ნიუსის ინფორმაციით, მერსედესის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი დაშავვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, დაწყებულია გამოძიება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.