2026-01-25 01:43:21
ხანძარი რუსთავში, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის #14 კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი მეექვსე სართულის აივანზე გამათბობელს წაეკიდა, რომელიც შემდეგ უკვე გარე ფასადზე გავრცელდა და ზედა სართულებზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასანძრო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. საცხოვრებელი სახლიდან მალევე მოხერხდა მოსახლეობის ევაკუაცია.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.