2026-01-24 20:47:25
მცხეთაში, სოფელ მუხრანში 2 ადამიანი ავტომობილში ჩაცხრილეს. ინფორმაციას "Ambebi Ge" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.