ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2026-01-11 13:04:21

ირანში ორკვირიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 2600-ზე მეტი დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საპროტესტო აქციები ირანის 31-ვე პროვინციის ქალაქებში გავრცელდა. 
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის, HRANA-ს ცნობით, მძიმე ეკონომიკური სირთულეებით გამოწვეული არეულობა ორი კვირაა გრძელდება და ირანის 180-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა.

ირანის ხელისუფლებამ არეულობის ფონზე ინტერნეტთან და სატელეფონო ხაზებთან წვდომა  მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშა. ინტერნეტი 60 საათზე მეტია გათიშულია.