2026-01-11 12:52:56
რუსთავში ვადაგასული პროდუქტების რეალიზებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 მაღაზია დააჯარიმა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი ცნობით, ობიექტებს 500-500 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაჯარიმებული ობიექტების დასახელებისგან თავს იკავებს.