რუსთავში 4 კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება [photo]

2026-01-11 13:05:01

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია კიდევ 4 კორპუსს ჩაუტარდება.

რუსთაველის N40; N42; N44; N46 კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

3 114 356 ლარის ღირებულების ტენდერზე თან დართული ინფორმაციით, შემსრულებელმა კომპანიამ თითოეული კორპუსის სარეაბილიტაციოდ უნდა დახარჯოს: 

N40 - არაუმეტეს 461 958.00 ლარი;

N42 - არაუმეტეს 649 795.00 ლარი;

N44 - არაუმეტეს 743 588.00 ლარი;

N46 - არაუმეტეს 1 259 015.00 ლარი.