ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2025-12-20 23:50:40

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მე-16 მკრ/ში "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი 75 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალს, გზაზე დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული იყო გონზე მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით მაინც გადაიყვანეს უახლოეს კლინიკაში.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.