რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ელექტრო მომარაგება შეზღუდულია

2025-12-20 20:01:29

რუსთავში მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ქუჩა, ყაზბეგის, ვაჟა ფშაველას, ვახუშტის, 9 აპრილის,ანა პოლიტკოვსკაიას, დ. გარეჯის,იალღუჯის,კლდიაშვილის, და გორის ქუჩებზე ელ ენერგიის მიწოდება შეიზღუდა.

როგორც "ინფო რუსთავს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს წყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ადგილზე მუშაობს ავარიული ჯგუფი და ელექტრო ენერგიის მომარაგება 22:30 საათზე აღდგება.